გაკვეთილის მთავარი თემა | ოთკუთხედები | |
სწავლების საფეხური | II საფეხური VIII კლასი | |
მოსწავლეთა პროფილი | 28 მოსწავლე პედაგოგი – ასმათი ჩხიტუნიძე | |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | ეს გაკვეთილი ბავშვებს ასწავლის როგორ შეაჯამონ და თავი მოუყარონ ნასწავლ მასალას. როგორ გამოიყენონ პრაქტიკულ სამუშაოში. თვალსაჩინოებების გამოყენება ბავშვებს მიცემს საშუალებას ერთმანეთისაგან განასხვავოს და ერთმანეთში არ აურიონ ოთკუთხედების ნაირსახეობა. | |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | კავშირი სტანდარტთან: მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა მათ. VIII. 8 . იყენებს ფიგურათა თვისებებს; იყენებს ფიგურათა თვისებებს; ფიგურათა სახეობების შედარებისათვის და კლასიფიცირებისათვის. მათ. VIII. 9. პოულობს ფიგურის ან/დ ა მისი ელემენტების ზომებს. ისინი დაუფლებიან შემდეგ ცოდნას: უნდა შეძლონ ოთკუთხედების კლასიფიცირება; მონახონ მსგავსება და განსხვავება; შეძლონ ფიგურების უცნობი ელემენტების პოვნა. გამოიმუშავებენ შემდეგ უნარ – ჩვევბს: ურთიერთპატივისცემა, მოსმენა, ძიება, აზრთა გაზიარება, კოლეგიალობა, ანალიზისა და სინთეზის გაკეთება, პრეზენტაცია. | |
წინასწარი ცოდნა | უნდა იცოდონ რა არის ოთკუთხედი, მისი სახეობები, მათი განმარტებები და თვისებები; რა არის მათი ელემენტები თავისი განმარტებებით და ფორმულები, რათა ვიპოვოთ უცნობი ელემენეტები | |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეთა წარმატების დასადგენად მათ უნდა დაიმსახურონ მაღალი შეფასება შემდეგ კრიტერიუმებში: ჯგუფური მუშაობა, ჩართულობა, ამოცანის ამოხსნა, პრეზენტაცია. | |
სასწავლო მასალა | დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, საწერ კალამი და თვალსაჩინოება. | |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | გაკვეთილის მსვლელობა, რომ საინტერესო იყოს უნდა შევარჩიო ისეთი აქტივობები, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული. რომ შევამოწმო ცოდნა ვაკეთებ ორ სხვადასხვა აქტივობას I და III. ცოდნის გაგებისთვის აქტივობა II ცოდნის გამოყენებისთვის აქტივობა V. ცოდნის ანალიზისათვის აქტივობა VI. ცოდნის სინთეზისთვის აქტივობა VII. აქტივობა I (გონებრივი იერიში) –––– 3წთ. ეს აქტივობა ითვალისწინებს დასმულ კითხვაზე სწრაფ პასუხს. კითხვები შეესაბამება განმარტებებს ოთკუთხედის, მისი ნაირსახეობებისა და მათი ელემენტებისას. აქტივობა II (რიგებს შორის შეჯიბრი) –––– 3წთ. თვალსაჩინოებები არის ოთკუთხედის ნაირსახეობებისა და რიგების მიხედვით უნდა დაასახელონ ნაჩვენები, ოთკუთხედის რომელი კერძო სახეა. აქტივობა III (ჯგუფური მუშაობა) ––––5წთ. კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად . თითოეულ ჯგუფს მიეცემა შემდეგი დავალებები: 1. ა) რას ეწოდება რომბი? ბ) რომბის თვისებები. გ) საკუთარი თვისება. 2. ა) რას ეწოდება კვადრატი? რისი საშუალებით განიმარტება. ბ) კვადრატის თვისებები. გ) საკუთარი თვისება. 3. ა)რას ეწოდება მართკუთხეწდი? ბ) მართკუთხედის თვისებები. გ) საკუთარი თვისება. 4. ა) რას ეწოდება პარალელოგრამი? ბ) პარალელოგრამის თვისებები. გ)რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ოთკუთხედი პარალელოგრამი. აქტივობა IV (პრეზენტაცია) ––– 5წთ. თითოეული ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი წარმოადგენს თავისი ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ განმარტებებსა და თვისებებს. აქტივობა V (ჯგუფური მუშაობა) ––––5წთ. ამ აქტივობაზე ჯგუფებს დაურიგდება ამოცანები, სადაც უცნობი ელემენტების საპოვნელად უნდა გამოიყენონ, როგორც თვისებები, ასევე საჭირო ფორმულები. ჯგუფებს დაურიგდა შემდეგი ამოცანები: 1. ABCD ტრაპეციაში <A : <B : <C = 1 : 2 : 3. იპოვეთ ტრაპეციის კუთხეები. 2. მართკუთხა ტრაპეციაში ორი კუთხის ჯამი 1200 – ია. მცირე ფერდი 10სმ. იპოვეთ ტრაპეციის ფერდი. 3. ტოლფერდა ABCD ტრაპეციაში ფუძე 20სმ – ია. ტრაპეციის პერიმეტრი 47სმ – ია.ტრაპეციის დიაგონალი კუთხის ბისექტრისაა. იპოვეთ ტრაპეციის ფერდები. 4. ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზულის კვადრატი. იპოვეთ სამკუთხედის ჰიპოტენუზა, თუ კვადრატის დიაგონალი 32,4სმ – ია. აქტივობა VI (პრეზენტაცია) ––––– 12წთ. პრეზენტატორები წარმოადგენენ თავისი ჯგუფია მიერ შესრულებულ დავალებას. აქტივობა VII (ასოციაციური კავშირების რუკა) –––– 8წთ. დაფასთან გამოდის მსურველი და მთელი ჯგუფი ერთად ადგენს ასოციაციური კავშირების რუკას. რუკამ მიიღო შემდეგი სახე: |
Sunday, December 19, 2010
პროექტი ოთკუთხედები
Labels:
პროექტი ოთკუთხედები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment